updraftplus
domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init
action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/html/gmillergeo/wp-includes/functions.php on line 6114ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პარტნიორებით, რადგან ჩვენმა თანამშრომლობამ შექმნა სინერგია
მრავალი პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.
ჯ. მილერ ინტერნეიშენალი (G. Miller International) წარმოადგენს უძრავი ქონების
პროფესიონალურ, საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც მომსახურებას ეწევა მთელ რიგ საერთაშორისო ბაზრებზე.
ჩვენი მიდგომა ორიენტირებულია ბიზნესის
განვითარებისთვის სტრატეგიული გადაწყვეტილებების ძიებაზე,
როგორც კონსულტანტები, ჩვენ ვცდილობთ კლიენტებს მივაწოდოთ ცოდნაზე დაფუძნებული ბერკეტები გადაწყვეტილების მისაღებად მათი კაპიტალის ინვესტირებასთან დაკავშირებით. სწორი გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია ზუსტი, სანდო და ამომწურავი ინფორმაციის მიღება, გამოცდილი პროფესიონალებისგან.
ჩვენ გვაქვს კვლევის ძლიერი შესაძლებლობები, ამასთან, ვახდენთ ადგილობრივი უძრავი ქონების ბაზრის შესწავლას და გლობალური ფინანსური ტენდენციების განსაზღვრას, რასაც საბოლოო ჯამში ემყარება უძრავი ქონების ინვესტირების შესახებ გადაწყვეტილებები.
როგორც უძრავი ქონების შემფასებლებს, ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ თქვენი ქონების საიმედო შეფასება ნებისმიერი მიზნით. მათ შორის, ფინანსური აღრიცხვა IVS და IFRS სტანდარტებით. ჩვენი გუნდი გამოირჩევა მაღალი კვალიფიკაციის დონითა და ფართო გამოცდილებით შეფასების სფეროში. ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება კომპლექსური ქონების შეფასების მიმართულებით, როგორებიცაა ქარხნები, სპეციალური დანიშნულების საკუთრება, გაზსადენი სისტემები, ელექტრო ხაზები, საოფისე / საცალო და საცხოვრებელი სქემები და ა.შ.
როგორც პროექტის მენეჯერებს, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენი პროექტის თავიდან ბოლომდე მართვაში და უზრუნველვყოთ მისი წარმატებულად ჩაბარება. ჩვენ ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო დონის სტანდარტებით, რაც გვიმცირებს რისკებს და გვაძლევს პრობლემების ეფექტურად მოგვარების საშუალებას. პროექტების სახეობა მოიცავს ოფისებს, ბანკებს, სასტუმროებს, საავადმყოფოებს, საწყობებს,სავაჭრო ცენტრებს, საცხოვრებელ, სამეურნეო ობიექტებს, სკოლებსა და უნივერსიტეტებს, ასევე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს;
როგორც უძრავი ქონების ბროკერები, ჩვენი პროფესიონალები მზად არიან გახდნენ თქვენი სტრატეგიული უძრავი ქონების ექსპერტები მრავალწლიანი გამოცდილებით, ჩვენი ინდუსტრიის წარმომადგენლები მზად არიან მოგაწოდონ კონკრეტული და ინფორმირებული საბაზრო კვლევები, დეტალური ანალიზით ბაზარზე არსებული ვითარებისა და იმ ეკონომიკური და გარემო პირობების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს თქვენს ტრანზაქციებზე.
მილერ ინთერნეიშენალი (G. Miller International) აცნობიერებს, რომ გლობალური ეკონომიკის პირობებში კლიენტის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებისთვის, მის გუნდს უნდა შეეძლოს კვალიფიციური გადაწყვეტილებების მიწოდება მომსახურების ფართო სპექტრში. ჩვენ გთავაზობთ უძრავი ქონების საკონსულტაციო მომსახურების სრულ პაკეტს, რომელიც მორგებულია ჩვენი კლიენტების სპეციფიკურ საჭიროებებზე. ჩვენ ვთანამშრომლობთ სამშენებლო კომპანიებთან, გამსესხებლებთან, ქონების მფლობელებთან, მმართველ კომპანიებთან და უძრავი ქონების სხვა ინვესტორებთან, დეტალურად ვაფასებთ მათ საჭიროებებსა და ვაწვდით დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს გარიგების მთელი ციკლის განმავლობაში.
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პარტნიორებით, რადგან ჩვენმა თანამშრომლობამ შექმნა სინერგია მრავალი პროექტის წარმატებით განსახორციელებლად. პარტნიორთა კონსორციუმის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია გავაფართოვოთ ჩვენი მომსახურების პოტენციალი და უფრო ფართო გამოცდილება შევთავაზოთ ჩვენს ერთგულ კლიენტებს.
მილერ ინთერნეიშენალი (G. Miller International) წარმოადგენს უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც ოპერირებს მთელ რიგ საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენი მიდგომა ორიენტირებულია ბიზნესის განვითარებისთვის სტრატეგიული გადაწყვეტილებების ძიებაზე, რომელიც პასუხობს კლიენტის გრძელვადიან ბიზნეს ინტერესებს. კომპანიას ზურგს უმაგრებს მომსახურების 25 წელზე მეტი ხნის გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში, აშშ-ში. მილერ ინთერნეიშენალის ხელმძღვანელობა, სილიკონ ველიზე მართავდა უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც მომსახურებას უწევდა ასობით იპოთეკურ კომპანიას, ბანკებს და სხვადასხვა კერძო საფინანსო კომპანიებს.
G. Miller International © ყველა უფლება დაცულია
Created in Utoweb