Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the updraftplus domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/html/gmillergeo/wp-includes/functions.php on line 6114
შეფასება – Gmillerint

შეფასება

გჭირდებათ დახმარება შეფასების მომსახურების კუთხით?

 

ჩვენ გთავაზობთ ექსპერტის შეფასებას, რომელიც დაგეხმარებათ ქონების ყიდვისას და გაყიდვისას საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში, იპოთეკური სესხების და სადაზღვევო ღირებულების განსაზღვრაში, ზუსტ ფინანსურ ან საგადასახადო ანგარიშგებაში, ან სხვა მიზნების განხორცილებაში. აღნიშნული მოიცავს ქონების და პორტფელის შეფასებას, შენობა – ნაგებობებისა და მოწყობილობების შეფასებას და იპოთეკური სესხების შეფასებებს.

 

 

ჩვენი გამოცდილება 25 წელზე მეტს ითვლის უძრავი ქონების შეფასების სფეროში. ჩვენი გუნდი გამოირჩევა შეფასების სფეროში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე დიდი გამოცდილებით. ჩვენ ყოველთვის ვფლობთ უახლეს ინფორმაციას მარეგულირებელი მოთხოვნების შესახებ, უძრავი ქონების მუდმივად ცვალებად სფეროში. ჩვენი შემფასებელი ანგარიშები მომზადებულია საერთაშორისო სტანდარტების (IVS), ასევე RICS-ის (უძრავი ქონების სერტიფიცირებულ სპეციალისტ-შემფასებელთა სამეფო ინსტიტუტი) შესაბამისად, მსოფლიო მასშტაბით აღიარებული მეთოდოლოგიის გამოყენებით.

 

გვაქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება აშშ-ის ბანკებთან, იპოთეკურ კომპანიებთან და  სხვადასხვა ჯგუფებთან  ექსპერტების რანგში თანამშრომლობის კუთხით. ჩვენი ანგარიშები, რომლებიც მომზადებულია ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის IFRS სტანდარტების შესაბამისად, ფართოდ არის მიღებული 4 უდიდესი საფინანსო აუდიტორული კომპანიის მიერ. ჩვენ ასევე წარმოდგენილი ვართ რამდენიმე მსხვილი ბანკის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში, მათი შემფასებელი ინსტრუმენტის ხარისხის უზრუნველსაყოფად.

 

 

მილერ ინთერნეიშენალს (G. Miller International)  დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მომსახურების მიმწოდებლის მყარი რეპუტაცია აქვს. ჩვენ ვართ უძრავი ქონების სერტიფიცირებულ სპეციალისტ-შემფასებელთა სამეფო ინსტიტუტის (RICS) მიერ რეგულირებული კომპანია, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად. ჩვენი საერთაშორისო სტატუსი საშუალებას გვაძლევს დაგეხმაროთ, ჩვენი ვრცელი გამოცდილებით უმსხვილეს ბაზრებზე.

 

საიმედო და ზუსტი ანგარიშგებით,  გონივრული რჩევებით, რასაც ზურგს უმაგრებს ჩვენი საერთაშორისო გამოცდილება და ინტერდისციპლინარული ცოდნა, ჩვენ მინიმუმამდე დაგვყავს რისკი ჩვენი ინვესტორებისთვის და უზრუნველვყოფთ კლიენტის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.

 

 

წლების განმავლობაში დიდი ინვესტიცია ჩავდეთ უძრავი ქონების მონაცემთა ბაზის (ყიდვა-გაყიდვის გარიგებებთან დაკავშირებული ჩანაწერები) შექმნაში, ჩვენი ანგარიშების საიმედოობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ანგარიშები გასული თარიღით სასამართლო დავის მიზნებისთვის და სასამართლო პროცესებზე წარვდგეთ, როგორც უძრავი ქონების ექსპერტები, მნიშვნელოვანი საექსპერტო გამოცდილებით აშშ-ს და გაერთიანებული სამეფოს ბაზრებზე.

ჩვენი მხრიდან საერთაშორისო დაფარვა მეტად ფართოა იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი კლიენტების საჭიროებათა დაკმაყოფილება უმსხვილეს ბაზრებზე.