ჩვენი პროფესიონალი გუნდის მიზანია თქვენი უძრავი ქონების აქტივების მართვა, დეტალებზე ყურადღების ისევე მიქცევით და მაქსიმალურ ეფექტურობაზე ისეთივე ფოკუსირებით,როგორც ამას თავად კლიენტი შეასრულებდა.
ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს კლიენტებთან, იმისათვის რომ გავაანალიზოთ რა იქნება „საუკეთესო და ეფექტური გამოყენება“ (“Highest and best use”) , რათა ვურჩიოთ თუ რომელი სტრატეგიული მიდგომა იქნება ყველაზე მეტად თანხვედრაში მფლობელის მიზნებთან და განვახორციელოთ ქონების მართვა მისი შეძენიდან ფინანსირებამდე, ახლანდელი და სამომავლო ღირებულების ოპტიმიზაციით.
აღნიშნულ სერვისს გაწვდით აქტივების მართვის მენეჯერი, როგორც თქვენი წარმომადგენელი. ჩვენ გამოცდილება მიღებული გვაქვს მთელი რიგი კომერციული ობიექტების მართვის შედეგად. ჩვენი მაღალკვალიფიციური პროფესიონალები მუშაობენ თქვენი ქონების სამუშაო ეფექტურობის ოპტიმიზაციისა და აქტივების ღირებულების გასაუმჯობესებლად.
ჩვენი უძრავი ქონების მრჩეველთა გუნდი, ობიექტების მენეჯერები და ტექნიკური პერსონალი, პარტნიორებსა და კლიენტებს აწვდიან ინფორმაციას ღირებულების ცვლილებასთან დაკავშირებით, რაც საშუალებას აძლევს მესაკუთრეს განსაზღვროს, როგორც გრძელვადიანი სტრატეგიები, ასევე მოკლევადიანი მიზნები. ეს კი თავის მხრივ შესაძლებელს ხდის მიღებას იმ გონივრული გადაწყვეტილებებისა, რომლებიც ემსახურებიან ქონების საერთო ღირებულებისა და მისი ეფექტურობის გაუმჯობესებას.
• აქტივების მართვა;
• ლიზინგის პროცესის წინასწარი შემუშავება და დაგეგმვა;
• ქონების მართვა და პერსონალი;
• რემონტი და ტექნიკური მომსახურება;
• კაპიტალისა და მოიჯარის მდგომარეობის გაუმჯობესება;
• ფინანსირების პროცესი;
• სალიზინგო აქტივობა და იჯარის თაობაზე მოლაპარაკება;
• ბუღალტრული აღრიცხვა, მოიჯარის ბილინგის ჩათვლით და მისაღები / გადასახდელი დავალიანებისთვის ანგარიშების დამუშავება;
• მორიგებები;
• ბიუჯეტის შედგენა და პროგნოზირება;
• ფულადი სახსრების მოძრაობის პრო-ფორმა ანალიზი;
• ფინანსური ანგარიშგება მფლობელებსა და კრედიტორებთან.