Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the updraftplus domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/html/gmillergeo/wp-includes/functions.php on line 6114
ფინანსური რესურსების მობილიზება – Gmillerint

ფინანსური რესურსების მობილიზება

კომპანიები გამოწვევების წინაშე დგებიან კორპორატიული სესხების ორგანიზების პროცესის სრულ მიმდინარეობისას, ბიზნესის რთული წესების, კონსოლიდირებული ფინანსური მონაცემების ნაკლებობისა და შეფასებული რისკის მაჩვენებლების გამო.

 

ჩვენ გთავაზობთ სერვისს, რომელიც მოიცავს კორპორატიული სესხის ორგანიზების პროცესში დახმარებას დასაწყისიდან დასასრულამდე, რაც გულისხმობს კომპანიისთვის სასურველი პირობებით დაფინანსების მოპოვებაში ხელის შეწყობას.

 

 

ჩვენ უზრუნველვყოფთ პორტფელის მენეჯმენტს, რისკის შეფასებას, მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობასა და გამჭვირვალე საკრედიტო პროცესს, კონკურენტული ბიზნეს გარემოს და მარეგულირებელი მოთხოვნების ცვალებადობის პირობებში.

 

ჩვენ ჩვენს კლიენტებს ვეხმარებით სესხის მიღების 7-ვე ეტაპის გავლაში და ესენია: წინასწარი კვალიფიკაცია, სესხის განაცხადი, განაცხადის დამუშავება, ანდერრაიტინგის პროცესი, საკრედიტო გადაწყვეტილება, ხარისხის კონტროლი, სესხის დაფინანსება.