კონსულტაცია

გჭირდებათ დახმარება საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესში?

 

ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული ზუსტი და სანდო ინფორმაციის მიღება გამოცდილი პროფესიონალებისგან აუცილებელი წინაპირობაა გადაწყვეტილების მიღებისას. „მილერ ინთერნეიშენალის (G. Miller International) მიზანია, მისი კლიენტები უზრუნველყოფილნი იყვნენ ყველა იმ საჭირო საშუალებით, რომელიც მათ, ინფორმირებული და ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება კაპიტალდაბანდებასთან დაკავშირებით.

 

ჩვენ გვაქვს ძლიერი კვლევითი პოტენციალი და ამასთან ერთად, კარგად ვიცნობთ როგორც უძრავი ქონების ადგილობრივ ბაზარს, აგრეთვე გლობალურ საფინანსო ტენდენციებს, რაც მყარ საფუძველს უქმნის უძრავი ქონების ინვესტირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ შინაარსობრივ, შედეგზე ორიენტირებულ საკონსულტაციო მომსახურებას ყველა ტიპის ქონებასთან მიმართებაში.

 

 ჩვენი პროდუქტები მოიცავს ბაზრის კვლევას, ყველაზე უკეთესი და ეფექტური გამოყენების ანალიზს, მიზანშეწონილობის ანალიზს, უძრავი ქონების ბაზრის კვლევებს, მოთხოვნის და მიწოდების ანალიზს.

საინფორმაციო მონაცემთა ბაზამ, რომელსაც წლების მანძილზე ვქმნით, და შეფასებისა და უძრავი ქონების სხვადასხვა სფეროებში მიღებულმა გამოცდილებამ, მოგვცა ცოდნა, რომელსაც ჩვენს კლიენტებს სიამოვნებით ვუზიარებთ.

ჩვენ გთავაზობთ საკონსულტაციო საქმიანობის სრულ სპექტრს, რომელთა შორისაა:

  • კომპლექსური შემოწმება;
  • სახელმწიფო რეალური ფასი;
  • ინტერესების დაცვა სასამართლოში;
  • დაზღვევა- აღდგენა და ანაზღაურება;
  • მაღალი დონის მარკეტინგული კვლევა და ინვესტირების დეტალური ანალიზი, მიზანშეწონილობის ანალიზი, საუკეთესო და ეფექტური გამოყენება;
  • იჯარა და ხარჯების ანალიზი