updraftplus
domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init
action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/html/gmillergeo/wp-includes/functions.php on line 6114შეფასება
გჭირდებათ დახმარება შეფასების მომსახურების კუთხით?
ჩვენ გთავაზობთ ექსპერტის შეფასებას, რომელიც დაგეხმარებათ ქონების ყიდვისას და გაყიდვისას საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში, იპოთეკური სესხების და სადაზღვევო ღირებულების განსაზღვრაში, ზუსტ ფინანსურ ან საგადასახადო ანგარიშგებაში, ან სხვა მიზნების განხორცილებაში. აღნიშნული მოიცავს ქონების და პორტფელის შეფასებას, შენობა – ნაგებობებისა და მოწყობილობების შეფასებას და იპოთეკური სესხების შეფასებებს.
ჩვენი გამოცდილება 25 წელზე მეტს ითვლის უძრავი ქონების შეფასების სფეროში. ჩვენი გუნდი გამოირჩევა შეფასების სფეროში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე დიდი გამოცდილებით. ჩვენ ყოველთვის ვფლობთ უახლეს ინფორმაციას მარეგულირებელი მოთხოვნების შესახებ, უძრავი ქონების მუდმივად ცვალებად სფეროში. ჩვენი შემფასებელი ანგარიშები მომზადებულია საერთაშორისო სტანდარტების (IVS), ასევე RICS-ის (უძრავი ქონების სერტიფიცირებულ სპეციალისტ-შემფასებელთა სამეფო ინსტიტუტი) შესაბამისად, მსოფლიო მასშტაბით აღიარებული მეთოდოლოგიის გამოყენებით.
გვაქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება აშშ-ის ბანკებთან, იპოთეკურ კომპანიებთან და სხვადასხვა ჯგუფებთან ექსპერტების რანგში თანამშრომლობის კუთხით. ჩვენი ანგარიშები, რომლებიც მომზადებულია ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის IFRS სტანდარტების შესაბამისად, ფართოდ არის მიღებული 4 უდიდესი საფინანსო აუდიტორული კომპანიის მიერ. ჩვენ ასევე წარმოდგენილი ვართ რამდენიმე მსხვილი ბანკის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში, მათი შემფასებელი ინსტრუმენტის ხარისხის უზრუნველსაყოფად.
მილერ ინთერნეიშენალს (G. Miller International) დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მომსახურების მიმწოდებლის მყარი რეპუტაცია აქვს. ჩვენ ვართ უძრავი ქონების სერტიფიცირებულ სპეციალისტ-შემფასებელთა სამეფო ინსტიტუტის (RICS) მიერ რეგულირებული კომპანია, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად. ჩვენი საერთაშორისო სტატუსი საშუალებას გვაძლევს დაგეხმაროთ, ჩვენი ვრცელი გამოცდილებით უმსხვილეს ბაზრებზე.
საიმედო და ზუსტი ანგარიშგებით, გონივრული რჩევებით, რასაც ზურგს უმაგრებს ჩვენი საერთაშორისო გამოცდილება და ინტერდისციპლინარული ცოდნა, ჩვენ მინიმუმამდე დაგვყავს რისკი ჩვენი ინვესტორებისთვის და უზრუნველვყოფთ კლიენტის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.
წლების განმავლობაში დიდი ინვესტიცია ჩავდეთ უძრავი ქონების მონაცემთა ბაზის (ყიდვა-გაყიდვის გარიგებებთან დაკავშირებული ჩანაწერები) შექმნაში, ჩვენი ანგარიშების საიმედოობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ანგარიშები გასული თარიღით სასამართლო დავის მიზნებისთვის და სასამართლო პროცესებზე წარვდგეთ, როგორც უძრავი ქონების ექსპერტები, მნიშვნელოვანი საექსპერტო გამოცდილებით აშშ-ს და გაერთიანებული სამეფოს ბაზრებზე.
ჩვენი მხრიდან საერთაშორისო დაფარვა მეტად ფართოა იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი კლიენტების საჭიროებათა დაკმაყოფილება უმსხვილეს ბაზრებზე.
ჩვენ უზრუნველვყოფთ შეფასების მომსახურებას ყველა ტიპის უძრავი ქონებისთვის, მათ შორისაა: საცხოვრებელი, კომერციული, სამრეწველო, არაკომერციული, შერეული დანიშნულების, სპეციალური დანიშნულების, ინფრასტრუქტურული ქონება და ა.შ.
ჩვენი პროდუქტი მოიცავს საბაზრო ღირებულების შეფასებას, რისკის შეფასებას უძრავი ქონების კონკრეტულ საბაზრო სექტორში და იპოთეკური სესხის მიზნით ქონების ღირებულების განსაზღვრას, შეფასების საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ რეალური ღირებულებითა და სადაზღვევო ღირებულებით შეფასებებს. ჩვენს პროფესიონალ გუნდს ფართო ცოდნა აქვს რეალურ ფასთან დაკავშირებულ ფინანსურ და საგადასახადო ანგარიშგების სტანდარტებთან მიმართებაში და შეუძლია დასკვნების მიწოდება კლიენტების, აუდიტორებისა და სხვა მარეგულირებელი ორგანოებისთვის.
ჩვენს ექსპერტებს მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ტექნიკური ინფრასტრუქტურის შეფასების კუთხით.
ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ტექნიკური აღჭურვილობის და ინფრასტრუქტურის, მანქანების, ხელსაწყოების და მოწყობილობების შეფასებებს. ჩვენ ვამოწმებთ შეესაბამება თუ არა მოწყობილობებისა და მექანიზმების, სამშენებლო არმატურების, დანადგარების, ან ავეჯის ღირებულება ბალანსში მოცემულ შეფასებებს. ჩვენ მიერ გაკეთებული შეფასებები მოიცავს შენობა – ნაგებობებისა და მოწყობილობების ნარჩენ ღირებულებას, საბაზრო ღირებულებას, რეალურ ღირებულებასა და აღდგენის ღირებულებას.
ჩვენი გუნდი სპეციალიზებულია ინვენტარიზაციის სამუშაოებსა და შეფასებაში ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის ან სხვაგვარი გამოყენებისთვის.
საქმიანობის ეს სფერო მოიცავს:
G. Miller International © ყველა უფლება დაცულია
Created in Utoweb