Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the updraftplus domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/html/gmillergeo/wp-includes/functions.php on line 6114
საბროკერო მომსახურება – Gmillerint

საბროკერო მომსახურება

ჩვენ ვაკონტროლებთ თითოეულ გარიგებას, რათა განვამტკიცოთ, ჩვენი, როგორც კლიენტზე ორიენტირებული საბროკერო კომპანიის რეპუტაცია.
 

ჩვენი საბროკერო  გუნდის წევრები მზად არიან გახდნენ თქვენი სტრატეგიული უძრავი ქონების ექსპერტები.

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, სფეროს ტოპ პროფესიონალები ვალდებულებას იღებენ მოგაწოდონ კონკრეტული და პირდაპირი  ინფორმაციები ბაზრის კვლევის შესახებ, მოგაწოდონ დეტალური ანალიზი ბაზრის და იმ ეკონომიკური და გარემო პირობების თაობაზე, რომლებიც გავლენას მოახდენს თქვენს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ კომერციულ გარიგებებზე.

როგორც უძრავი ქონების მრჩეველები, ჩვენ, პირველ რიგში, ვეცნობით თქვენს ოპერატიულ საჭიროებებს, თქვენს გრძელვადიან სტრატეგიასა და საინვესტიციო მოთხოვნებს. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ შედეგები და კომპლექსური გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად თქვენზე იქნება მორგებული და ეს გადაწყვეტილებები შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მრჩეველებს თქვენთვის სრული მომსახურების გაწევაში, წარმატებული კომერციული გარიგების დადებისთვის.

ჩვენ ვართ კვალიფიციური მრჩეველები უძრავი ქონების ყველა სეგმენტში, მათ შორისაა საოფისე, მაღალტექნოლოგიური / ფლექსი, სამრეწველო, საწარმოო, საწყობი /დისტრიბუცია, საცალო ვაჭრობა, საინვესტიციო გაყიდვა / შეძენა, მიწის ნაკვეთი, მრავალბინიანი საცხოვრებელი, კერძო საცხოვრებელი, სპეციალიზირებული სამედიცინო და სასტუმრო უძრავი ქონება.

კლიენტების ინტერესების წარმომადგენლობა და პროფესიული საკონსულტაციო ვალდებულებების შესრულება ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო  ჩვენს მიდგომებში და ჩვენი მიზანი ყოველთვის არის თქვენი ბიზნეს მიზნების მაქსიმალურად ეფექტური განხორციელება.

გუნდის მიზანია თითოეულმა კლიენტმა მიიღოს ხარისხიანი მომსახურება, ჩვენ კლიენტთან ურთიერთობას განვიხილავთ არა მხოლოდ როგორც  გარიგების განხორციელების შესაძლებლობას, არამედ როგორც გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარების პერსპექტივას, რათა კომპანიამ თქვენს კონსულტანტად დაიმკვიდროს ადგილი უძრავი ქონების საკითხებში.

 

საბროკერო მომსახურება მოიცავს შემდეგ საკითხებს:

• მოიჯარის / მყიდველის წარმომადგენლობა;
• მიწის იჯარით გამცემის / გამყიდველის წარმომადგენლობა;
• საინვესტიციო მომსახურება;
• კორპორატიული საკონსულტაციო მომსახურება;
• აქტივების მარკეტინგი;
• ობიექტის შერჩევა;
• ქონების შეფასება;
• ბაზრის კვლევა;